ფილმში მთავარ როლს ასრულებს კილიან მერფი, არის ჯ. რობერტ ოპენჰაიმერის როლში, რომელიც იყო ამერიკელი თეორიტიკოს-ფიზიკოსი, მანჰეტენის პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა, „ატომური ბომბის მამად“ წოდებული. ფილმი დაფუძნებულია კაი ბერდისა და მარტინ ჯ. შერვინის 2005 წლის ბიოგრაფიულ წიგნზე „ამერიკელი პრომეთე“. ფილმი ასახავს ოპენჰაიმერის კარიერას. სიუჟეტი ძირითადად ფოკუსირებულია მის სწავლის პერიოდზე, მანჰეტენის პროექტზე მეორე მსოფლიო ომის დროს და მის საბოლოო დაცემაზე, რომელიც 1954 წელს უშიშროების სამსახურის მიერ მეცნიერის ფარულ მოსმენებს უკავშირდება. ფილმში ასევე მონაწილეობენ ემილი ბლანტი (კიტი, ოპენჰაიმერის ცოლი), მეთ დეიმონი (ლესლი გროუვზი, მანჰეტენის პროექტის ხელმძღვანელი), რობერტ დაუნ უმცროსი (ლუის შტრაუსი, აშშ-ის ატომური ენერგიის კომისიის წევრის) და ფლორენს პიუ (ჯინ ტეტლოკი, ოპენჰაიმერის კომუნისტი შეყვარებული). დამხმარე როლებს ასრულებენ: შედიან ჯოშ ჰარტნეტი, კეისი აფლეკი, რამი მალეკი და კენეთ ბრანა.